დაბრუნების მიზეზი მქონია, როგორც ჩანს და ჩემზე მეტად ხვდებოდა ხალხი, ესეც აჩვენა პირველმა ტურმა და არჩევნებმა, რომ ხალხი გაბრაზებულია, უფრო რბილად ვთქვა, ნაწყენია, თუმცა ოპონენტებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს.
ის, რომ პრობლემები იყო, ეს ჩანდა, როდესაც აღვწერე ეს პროცესები, როგორც განვითარდა, როდესაც მთავრობის მეთაურმა დატოვა თანამდებობა. პრობლემები ჩანდა, რომ გუნდურობა დაიკარგა, ვერტიკალი იყო შესუსტებული, მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა იყო ძალიან სუსტი, გუნდის წევრების ჩართულობა იყო ძალიან დაბალი, იგივე ხდებოდა ზუსტად რეგიონებში





