ეს ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, არის ძალიან შემაშფოთებელი. პირველ რიგში, მეტყველებს და მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება არის ისტერიკაში და ყველა ნაბიჯზე მიდის, ყველა ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ როგორღაც მეორე ტურში მოაგებინოს სალომე ზურაბიშვილს.
მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გადადგან ეს უკანონო ნაბიჯი და არ შელახონ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებაში, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი ნების და საარჩევნო უფლება. იმიტომ რომ, ეს არის ქმედება, რომელიც ისჯება კანონით და მათ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც დასახელებული იყვნენ, თუ მათ ხელმძღვანელებს აუცილებლად მოუწევთ ამაზე პასუხის გაცემა ადრე თუ გვიან. ნუ გადააყოლებენ ქვეყნის ინტერესებს თავი პარტიულ ინტერესებს





