ჭარბვალიანობა

ნატროშვილი: მთავრობის ინიციატივა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს

რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

“საერაშრისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი თვლის, რომ ბახტაძის ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვაა და აუცილებელია პროკურატურამ გამოძება დაიწყოს.

"წინასაარჩევნოდ ხდება ამას ინიცირება და მისი ინიციატორი არის მთავრობასთან ერთად ფონდი, რომლის ხელმძღვანელიც არის ამ სახელმწიფო პარტიის ხელმძღვანელი. აქ საარჩევნო მოტივაცია ცალსახაა.

საარჩევნო მიზნით რაიმე სიკეთის გადაცემა ან რაიმე სიკეთის გადაცემის დაპირება ითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად და ერთადეთი გამონაკლისი შეიძლება იყოს, თუ ბიუჯეტის განაწილებაზე თუ არის საუბარი და პროგრამაზე, რაც შეიძლება არ ჩაითვალოს მოსყიდვად.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამოდის, რომ საკმაოდ სერიოზული საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ ნამდვილად არის ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები და საკმაოდ დიდ ფასებზე არის ამ შემთხვევაში საუბარი. სავარაუდო ბენეფიციარი ბევრი ადამიანია, შესაბამისად სცდება აუდიტის სამსახურის ინტერესებს და საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, ვინაიდან ეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

მიმართვის გარეშეც, ჩემი აზრით, ცალსახაა, რომ პროკურატურამ უნდა დაიწყოს ამაზე გამოძიება, ვინაიდან არის მედიით გავრცელებული ინფორმაცია და შეუძლებელია, რომ ამის შესახებ პროკურატურამ არ იცოდეს", - ამბობს ლევან ნატროშვილი.

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართული ბრიფინგისას ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს.

კომენტარები