ვალების განულება

პროკურატურაში ამბობენ, რომ ვალების განულების საკითხს შეისწავლიან

საქართველოს პროკურატურა

მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ ვალების განულების საკითხს შეისწავლიან და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს. 

"მას შემდეგ რაც არასამთავრობოებმა მოგვმართეს პროკურატურის პოზიცია არის ასეთი, ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს, რასაკვირველია შევისწავლით და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემხთვევაში მივიღებთ შესაბამის ზომებს." - ამბობენ პროკურატურაში. 

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართული ბრიფინგისას ისაუბრა. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს.

კომენტარები