ვალების განულება

გვენეტაძე: ადამიანებს, რომლებსაც ვალები გაუნულდათ, ლეგალურად დასაქმების საშუალება ექნებათ

ეს ადამიანები, რომლებსაც უფრო და უფრო უჭირდათ სესხების გადახდა, გარკვეულწილად გამოთიშულები არიან ეკონომიკური ცხოვრებიდან, რადგანაც მათ აღარ აქვთ საშუალება, რომ ფორმალურ სექტორში დასაქმდნენ. ის ფაქტი, რომ მათ აღარ ექნებათ ეს დავალიანება, მათ დროთა განმავლობაში საშუალებას მისცემს, რომ დაუბრუნდნენ ფორმალურ სექტორს, ფორმალურ ეკონომიკას. მათ საშუალება ექნებათ, რომ ლეგალურად დასაქმდნენ, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ძალიან მალე შეძლებენ წვდომა მოიპოვონ სასესხო რესურსებზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს, ალბათ, ასეც უნდა იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი შეძლებენ ისევ ეკონომიკაში დაბრუნებას. ის კრიტერიუმები რომლითაც განისაზღვრა ეს აქცია, ეს არის მაქსიმალურად მიზანმიმართული სოციალურად შეჭირვებულ ფენაზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში გამოსვლისას.

კომენტარები