ვალების განულება

გირჩი ვალების განულებაზე: არსებული კანონმდებლობით ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა

პოლიტიკური გაერთიანება გირჩი,ვალების განულების შესახებ, მთავრობის ახალ ინციაიტივას ეხმაურება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არსებული კანონმდებლობით ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა.

"გასაგებია რომ ეს ნაბიჯი პირდაპირ კავშირშია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან. არანაირი 1.5 მილიარდი ამ საქმეზე არ დაიხარჯება. ამ თანხაზე აპელირება არის ხელისუფლების წინასაარჩევნო პიარის ნაწილი. ქართუ გამოისყიდის პრობლემურ აქტივებს გაცილებით იაფად ვიდრე ამ აქტივების საბუღალტრო წიგნში დაფიქსირებული ღირებულებაა, იმიტომ რომ: 1. მათი დიდი ნაწილი უიმედოა 2. ყიდულობს ბითუმად 3. მთავრობაა ჩარეული

არსებული კანონმდებლობით ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ჩვენი აზრით პოლიტიკურ ფინანსებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები არის არასწორი და უშინაარსო. რეალურად, ვისაც პოლიტიკასთან მეტნაკლებად შეხება აქვს, ისედაც ვიცით რომ ამ რეგულაციებს არანაირი შედეგი არ აქვს და ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს დიდი მოცულობით ‘შავი’ ფული, ამიტომ, ასეთი რეგულაციები არის გასაუქმებელი

აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის გასაუქმებელი, რადგან ის პრაქტიკაში წარმოადგენს მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ფულის კონტროლის ინსტრუმენტს. ნებისმიერ მოქალაქეს, უნდა ჰქონდეს უფლება საკუთარი ფული დახარჯოს ქართულ პოლიტიკაში შეზღუდვების გარეშე, გამჭვირვალედ და ზედმეტი ხელოვნური ბარიერების გარეშე. მოქალაქეებისთვისაც გასაგები უნდა იყოს ვინ იხდის, რამდენს იხდის, რაში იხდის, და ისე უნდა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან" - წერია გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართული ბრიფინგისას ისაუბრა. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს.

კომენტარები