საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქო: დედა სიდონია საქართველოს ეკლესიის წევრი არ არის

ტაბულა

საქართველოს საპატრიარქო ტოლერანტობის ქომაგად დასახელებულ დედა სიდონიას შესახებ "განმარტებას" ავრცელებს. პატრიარქის ადმინისტრაციის ცნობით, დედა სიდონია საქართველოს ეკლესიის წევრი არ არის. 

"ა.წ. 16 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, დაჯილდოებულთა შორის დაასახელა დედა სიდონიაც (ყაჭეიშვილი), რომელსაც ჩვენი საზოგადოება მედიის საშუალებით ასე თუ ისე იცნობს და შეცდომით საქართველოს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, რაც არასწორია, თუმცა აქამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი  პოზიცია არასდროს დაგვიფიქსირებია; ახლა კი როდესაც იგი  მონოზვნის სახედ წარმოგვიდგინეს, ვალდებულნი ვართ, ხალხს მცირე ინფორმაცია მაინც მივაწოდოთ.

დედა სიდონია კარგა ხანია საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დიდი სქემაც იქ მიიღო. დიდსქემოსნობა, ფაქტიურად, განდეგილური ცხოვრების წესს ნიშნავს, რაც ამ პიროვნებისთვის, სამწუხაროდ, საერთოდ უცხო აღმოჩნდა. იგი არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არცერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს", - აცხადებს საპატრიარქო. 

კომენტარები