არჩევნები 2018

ზოიძე "შავ სიაში" მყოფთა ვალების განულებაზე: რაის არჩევნები, რაის დასწრება

აქ სახელმწიფოს მონაწილეობა იყო პირველ რიგში, არამხოლოდ ფონდი ქართუ, რომელიც ძირითად ფინანსურ ვალდებულებებს თავის თავზე იღებს. 

მაგრამ ის, რომ პროცესი, რომ ბანკები დამსხდარიყვნენ სალაპარაკოდ, მომხდარიყო ამ პროცესის თავიდან ბოლომდე გამართვა ისე, რომ არც სახელმწიფო დაზარალებულიყო, ბიუეჯეტში შევიდეს ის შემოსავალი, რაც უნდა შევიდეს, როდესაც ეს ვალები დაიფარება, ის, რომ რომ მოქალაქეები რეალურად გათავისუფლდნენ და სუფთა ფურცლიდან დაიწყონ...

საერთოდ ეს შავი სია რომ აღარ უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში, არც დასაჭერების შავი სია, არც მევალეების და არც არავისი, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ეკონომიკურ პროცესში მონაწილეობის საშუალება, ეს ერთ დღეში არ კეთდება, ასე რომ რაის არჩევნები, რაის დასწრება, საერთოდ, ის კლოუნადა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწყო, როდესაც გაიგო, რომ ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე ინიციატივა მზადდებოდა...

ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე TV პირველის ეთერში, შავ სიაში მყოფი 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერაზე. საქმე ეხება 2 000 ლარამდე ძირ თანხას და მასზე დაკისრებულ საურავებს. მთავრობის განცხადებით, მილიარდნახევარს ფონდი ქართუ ფარავს.

კომენტარები