არჩევნები 2018

ბაქრაძე: ქვეყანას სჭირდება წინსვლა, საბოლოოდ უარი ვუთხრათ სალომე ზურაბიშვილს

ევროპულმა საქართველომ აჩვენა რომ ის არის ძლიერი, ყველასგან ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს მოსახლეობის სერიოზული ნაწილის მხარდაჭერა, ამიტომ ჩვენი ამოცანაა მეორე ტურისთვის ბოლომდე მივიყვანოთ პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც დავიწყეთ პირველ ტურში და ჩვენ მოსახლეობასთან და ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად საბოლოოდ უარი ვუთხრათ სალომე ზურაბიშვილს. ქვეყანაში მოვიტანოთ ის პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები, რომელიც სჭირდება ხალხს. დღეს საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, ქვეყანას სჭირდება წინსვლა 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ხონის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

კომენტარები