არჩევნები 2018

ვაშაძე: ქვეყანა კრიზისშია და ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამქვეყნად არ არის

ოთხივე მუნიციპალიტეტი მოვიგეთ შიდა ქართლში და მადლობის სათქმელად ჩამოვედით ჩვენ კასპელებთან და დიდი ბედნიერებაა, როდესაც ამისთანა ხალხის მხარდაჭერა გვაქვს და ეს მხარდაჭერა ავანსი არის, ამას არ უნდა შევხედოთ, როგორც დამსახურებას და 24-საათიანი შრომით უნდა გავამართლოთ იმიტომ, რომ საქართველო მართლა გადასარჩენია დღეს. არ არის ადამიანი, რომელსაც პრობლემები არ ჰქონდეს ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. და ქვეყანა კიდევ ერთდროულად სამ კრიზისშია, პოლიტიკურში, სოციალურსა და ეკონომიკურში და ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამქვეყნად არ არის

"ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე კასპისა და ქარელის მოსახელობას შეხვდა.

კომენტარები