აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პირდაპირ ვიტყვი - კრიმინალური და ბინძური პოლიტიკური ძალა ნაცმოძრაობა საუბრობს მაღალ მატერიებზე - ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, ეს არის ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. უამრავი დანაშაული გაქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ამ დანაშაულის შედეგია ძალიან მძიმე - სრული ოკუპაცია ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის, შეგახსენებთ დანაშაულებს: ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ათიათასობით ახალი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ასობით დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი. თქვენი დანაშაულის შედეგია ეს ყველაფერი და ამას თქვენ უწოდებთ "შეცდომას". ეს არის თქვენი დანაშაული, რომელსაც თქვენ ხელი მოაწერეთ, როდესაც თქვენ მხარი დაუჭირეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. უკვე 5 პასუხი მიიღეთ და მიიღებთ კიდევ ერთ პასუხს. ეს არის უმძიმესი კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა. ეს იყო ერთ-ერთი დანაშაული, რაც მე ვთქვი, როდესაც მან ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიული სცენარის განხორციელებას
tbl.ge/394q
დაკოპირდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიუროს სხდომაზე
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს




