საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველო - ყაზახეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები "დინამო არენას" სალაროებშია

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, "დინამო არენას" სალაროებში მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო.

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მატჩზე დასასწრები ბილეთი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გაიყიდება. სალაროები ყოველდღიურ რეჟიმში 11:00-დან 19:00-მდე ღია იქნება.

საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 19 ნოემბერს "დინამო არენაზე" შედგება.

კომენტარები