უბედური შემთხვევა

უბედური შემთხვევა თერჯოლაში - გადაბრუნებულმა ტრაქტორმა 18 წლის ბიჭი ქვეშ მოიყოლა

შსს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში უბედურ შემთხვევას 18 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გადაბრუნებული ტრაქტორის ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები