აქციის მონაწილეები 13-დან 25 წლამდე იყვნენ ძირითადად. მხოლოდ ახალგაზრდები. მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს. რა გაქვთ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო არ ვიცი. ხალხი ისეთი ბედნიერი იყო. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. რა გაქვთ რუსეთის საწინააღმდეგო? 200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები.
იური მეჩითოვი
იური მეჩითოვი: რა გაქვთ რუსეთის საწინააღმდეგო? 200 წელი ვიყავით მათ ქვეშ და ვიყავით აყვავებული
tbl.ge/391c
დაკოპირდა
10 ნოემბერს Al Jazeera-ს ეთერში გავიდა გადაცემა, რომელიც საქართველოში საბჭოთა არქიტექტურის კვალს დაეთმო. გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვმა საბჭოთა წარსულზე და 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- დეკანოზი ილია: მეჩითოვი მოღალატე, უსირცხვილო მატყუარა და პოტენციური მკვლელია
- მეჩითოვი: ქვეყანაში ვერ დასრულდა მტრების ძიება, ჩვენ არ ვიცით ადამიანის მოსმენა
- მეჩითოვი: მე სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ მხარს და ახლაც მივცემ ხმას
- ბაქრაძე მეჩითოვზე: ეს ადამიანი გამოდის და ებრძვის საკუთარ სამშობლოს
- იური მეჩითოვი Al Jazeera-ზე: 9 აპრილს არავის მოკვლა არ უნდოდათ, 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა