არავინ ეკითხება კახა კალაძეს, ქალაქის მერს ან სახელმწიფოს, სად გამოხატავს პროტესტს ასე სახელმწიფოსგან გათელილი ადამიანი. მე როგორც მოქალაქე, როგორც პოლიტიკოსი მოვედი. უბრალოდ როცა დავინახე, რომ ეჭიდავებიან მოქალაქეებს, ნივთს ართმევენ, მივედი და ვუთხარი, რომ მე ვარ პარლამენტის წევრი, მომეცით მიმაქვს ჩემი ნივთი-მეთქი. ეტყობა მითითება აქვთ და მე ძალიან მეცოდებიან ეს პოლიციელები, იმიტომ, რომ სახელმწიფო უპირისპირებს წესიერ პოლიციელს წესიერ მოქალაქეს. ეს პოლიციელები, დარწმუნებული ვარ, ამას არ აკეთებენ სიამოვნებით. ასე რყვნის სახელმწიფო სისტემას მთლიანად. დღეს ჩვენ ვიცავთ ერთი სარალიძეს და მეორე გამოხატვის თავისუფლებას.
tbl.ge/38y8
დაკოპირდა

რუსთაველის გამზიზრზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე პოლიციამ მონაწილეებს კარვების გაშლის უფლება არ მისცა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძე. ის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.
ამავე თემაზე
- ხოშტარია: ყველა, ვინც წინასწარ აცხადებს რევოლუციას, არის მატყუარა და სასარგებლო იდიოტი
- ხოშტარიას თქმით, თუ ოპოზიცია არჩევნების ბოიკოტზე შეთანხმდნება, შიმშილობას შეწყვეტს
- ხოშტარია შიმშილობის მე-3 დღეს: ჩემი მდგომარეობა ნორმალურია, ახლა მნიშვნელოვანია შეუპოვრობა
- ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო
- ხოშტარია: პროტესტზე პოლიტიკურმა სპექტრმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ




