ჩემპიონთა ლიგა

რონალდუმ "იუვენტუსის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა (VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში, ტურინის "იუვენტუსი" საშინაო მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" 1:2 დამარცხდა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, ანგარიში ტურინელებმა გახსნეს - ლეონარდო ბონუჩის გრძელი გადაცემით კრიშტიანუ რონალდუმ ისარგებლა და "იუვენტუსის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

მატჩის მიწურულს, "მანჩესტერმა" ძალები მოიკრიბა და თამაშიც მოიგო. 86-ე წუთზე, ხუან მატამ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა, შემდეგ კი, ლეონარდო ბონუჩიმ ავტოგოლი ჩაიწერა და ტაბლოზე 1:2 დააფიქსირა.

4 ტურის შემდეგ, ჯგუფს 9 ქულით "იუვენტუსი" ლიდერობს და "მანჩესტერს" 7 ქულა აქვს. 

კომენტარები