ჩვენი დედაქალაქი და ქვეყანა დინამიკურად ვითარდება და ამის ცალსახა ნიშანია, რომ წლიდან წლამდე იმატებს ქვეყანაში ბინადრობასა და ცხოვრების მსურველთა რიცხვი. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ოპონენტებივით ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ მიდგომებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ეს არ არის ქართველის საქციელი და ჩვენს სტუმართმოყვარეობის ტრადიციას არ შეესაბამება. ჩვენი კარი ყველა ტურისტისთვის ღიაა მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა.
ბინადრობის უფლება
კალაძე: ოპონენტებივით ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ მიდგომებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგები
tbl.ge/38ji
დაკოპირდა

კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა კანონპროექტზე, რომელიც უცხოელებისთვის ბინადრობის მინიჭების წესებს ამკაცრებს და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.




