კრიმინალი

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სასურსათო მაღაზია გაქურდეს - შსს-მ ბრალდებული უკვე ამხილა

flickr

გაბრიელ სალოსის გამზირზე სასურსათო მაღაზია გაქურდეს. შსს-მ 2001 წელს დაბადებული დ.ბ. უკვე ამხილა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულმა, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდა, საიდანაც, დაახლოებით, 3000 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტები და 500 ლარამდე თანხა წაიღო" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ "ქურდობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები".

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები