არჩევნები 2018

როდის და სად უნდა დადგნენ საარჩევნოდ აღრიცხვაზე საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები

flickr.com

ცენტრალური საარჩევნო კომისია საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის პროცედურებს აცნობს:

იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მყოფმა მოქალაქემ კენჭისყრაში მონაწილეობა შეძლოს, ის უნდა იყოს საკონსულო აღიცხვაზე, ან იყოს საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ცესკოს ცნობით, იმ მოქალაქეებს, ვისაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვთ და არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს. ასევე შესაძლებელია საკონსულო აღრიცვაზე დადგომა ონლაინ, ამ ვებგვერდის მეშვეობით www.geoconsul.gov.ge

საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან. ამ თარიღს ცესკო 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე განსაზღვრავს. პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ოფიციალურად განისაზღვრება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი.

კომენტარები