არჩევნების მეორე ტურისთვის ქართული ოცნება საარჩევნო შტაბს ხსნის. მას ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
გარდა ამისა, საარჩევნო შტაბი შეიქმნება თბილისში, რომლის ხელმძღვანელიც თბილისის მერი კახა კალაძე იქნება.
მეორე ტური ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ, თუმცა, პრეზიდენტობისთვის "დამოუკიდებელ კანდიდატის სტატუსით მებრძოლ" სალომე ზურაბიშვილსა და "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება. ცესკოს მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციონერ კანდიდატს ხმების მხოლოდ 0.9%-ით გადაუსწრო.





