ემზარ კვიციანი

​კვიციანი "ოცნებას": ორი წელია ბიძინას აგინებს ენმ, იქნებ თქვენც დაუწყოთ გინება და გაიმარჯვოთ

რატომ არ მოგცათ ხმაო ბატონ რატიანმა გითხრათ, ამის გამო, ამის გამოო, მაგრამ გამორჩა - კოჰაბიტაციის გამო არის ეს ყველაფერი. აი ამ კოჰაბიტაციამ მოგიყვანათ აქ ხალხი. და კიდევ ერთი რას მინდა ხაზი გავუსვა - წარმოიდგინეთ, ორი წელიწადია აქ ვზივართ ჩვენ ხომ? აგერ სრულდება. ორი წელიწადია ბიძინას აგინებენ ესენი და მატულობენ და იზრდებიან, იქნებ თქვენც გინება დაუწყოთ ბიძინას და გაიზარდოთ და გაიმარჯვოთ. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, რასაც ხალხს ვაყურებინებთ, ამ ცირკებს

"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა

კომენტარები