მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: თანამდებობების ამბიცია არ მაქვს, მაგრამ რას ჰქვია, ჩემს ვენახში ვერ დავბრუნდე

ესენი იძახიან, ჩვენ არ ჩამოვუშვებთ სააკაშვილს, ეს ქართველ ხალხს უნდა ჰკითხოთ. რას ჰქვია, მე ჩემს ვენახში ვერ დავბრუნდე, ჩემი შვილს ვერ ვხედავდე, ეს ნაღდად თქვენი გადასაწყვეტი არ არის, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი. მეორეც, მე ნამდვილად არ მაქვს არანაირი ამბიცია და პრეტენზია არც ერთ თანამდებობაზე, რ თქმა უნდა, მე ვარ ძალიან აქტიური პატრიოტი საქართველოსი, და თქვენთან ერთად, როგორც აქტიური მოქალაქე... ჩემზე ამბობენ, არაფორმალური მმართველი იქნება, როგორც ივანიშვილიო, რანაირად ვიქნები? მილიარდები მაქვს? სასახლე მაქვს სადღაც? კერძო არმია მყავს თუ რანაირად უნდა ვიყო არაფორმალური მმართველი? მე არც ერთი ეს ბერკეტი არ გამაჩნია, მე ვარ თანასწორი თანასწორთა შორის, მე ვარ ერთერთი თქვენთაგანი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის Live-ში.

კომენტარები