უნდა იყოს დაცული კანონის უზენაესობა. მე შესაწყალებელი არავის არაფერი არ მჭირს, მე არაფერი არ მომიპარავს, თითზე გადასახვევი არ წამიღია საქართველოდან, არც ერთი უკანონო ქმედება არ ჩამიდენია, და შეწყალებისთვის მე ნამდვილად არ ვაპირებ, არც ვეხვეწო და არც მივმართო, ქართველი ხალხი გადაწყვეტს და საქართველოს ისტორია ჩემს თაობაზე, რა მჭირს მე შესაწყალებელი, უკაცრავად? რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, აქაც უნდა იყოს კანონის უზენაესობა დაცული, მე მგონია, რომ ხელაღებით არაფერი არ უნდა მოხდეს, ვაშაძემ უნდა მოისმინოს, მათ შორის, თუნდაც ამ ქოცპროკურატურის არგუმენტები - იქნებ ვიღაცა მართლა წამებაში იყო, იქნებ, რაღაცა აქვთ, რაც ჩვენ არ ვიცით
tbl.ge/37zv
დაკოპირდა

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, ყოფილ მაღალჩინოსნებს შეიწყალებს.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




