თურქეთის ქალაქ სტამბოლში, 2018 Esmod International Fashion Show-ს ჩვენებაზე მოდელების გამოსვლის დროს, პოდიუმზე მოულოდნელად კატა გამოჩნდა.
კატის გამოჩენას დარბაზში მხიარულება მოჰყვა. ის ჯერ წამოწვა, შემდეგ პოდიუმზე გაიარა და ბოლოს მოდელებთან თამაშიც სცადა.
ჩვენების შემდეგ დიზაინერმა გოკსენ ჰაკი ალიმ თქვა, რომ კატის გამოჩენამ ყველანი შოკში ჩააგდო, თუმცა მისი თქმით "ასეთი ჩვენებები მოდის სამყაროს ნაწილია". ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა კატას სამოდელო კარიერა, დიზაინერმა უპასუხა: რატომაც არა?!