არჩევნები 2018

სააკაშვილი: რას ჰქვია, მოგაშოროთ ხელისუფლება? თქვენ რას მიკეთებთ? სახლიც ხომ არ დაგილაგოთ?

ბატონო მიხეილ, გელოდებით, ჩამოდით და მოგვაშორეთ ეს უცოდინარი ზურაბიშვილ-ძიძიგურები, მე რას ჰქვია, მოგაშოროთ, თქვენ რას მიკეთებთ მანდ? გაინძერით და თქვენ თვითონ მოაშორეთ თქვენი კონსტიტუციური უფლებით, მიეცით ხმა. მე კი არ უნდა მთხოვოთ, ჩამოდი, მოგვაშორე, გამოაკეთე... იქნებ სახლიც დაგილაგოთ, მაცივარიც გაგიწმინდოთ? მე ივანიშვილი ხომ არ ვარ, რომ მოგატყუოთ. მე არ გპირდებით, რომ თქვენ ნაცვლად გადავწყვეტ საქართველოს პრობლემებს... მე საქართველოს მომავალს თქვენთან ერთად გადავიყვან სწორ გზაზე. სრულიად ახალ გუნდს მოვიყვანთ ახალ ხალხს, მაგრამ არავინ არაფერი არ უნდა მოგაშოროთ. თქვენ თვითონ წახვალთ არჩევნებზე და მოაშორებთ ამ ფაროსანებს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ში ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის დარწმუნებულია, რომ ეს მისი ბოლო LIVE-ია საქართველოს ფარგლებს გარეთ.

კომენტარები