ჯამალ ხაშოგი

კრემლი: ხაშოგის საქმეზე საუდის არაბეთის განმარტებაში დაეჭვების საფუძველი არ გვაქვს

Reuters

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით რუსეთს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ საუდის არაბეთის მიერ გაკეთებულ კომენტარებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს.

"არავის უნდა ჰქონდეს მიზეზი, არ დაუჯერონ მათ." თქვა პესკოვმა პრესკონფერენციაზე.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საუდის არაბეთს მოუწოდა გაემხილათ ვინ გასცა მკვლელობის ბრძანება და სად არის გვამი დამალული. ერდოღანის თქმით საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდერეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს ესაუბრა.

"მე ვუთხარი ტახტის მემკვიდრეს "შენ იცი როგორ აალაპარაკო ადამიანები. თუ გსურს ეჭვების გაქარწყლება, ჩვენი თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია 18 ეჭვმიტანილი."

საუდის არაბეთის სახელმწიფო ბრალმდებელმა თქვა, რომ თურქეთის მიერ მოპოვებული სამხილების მიხედვით ხაშოგის მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი.

მანამდე ის ამბობდა, რომ ხაშოგის საკონსულოში შელაპარაკება მოუვიდა და ის ჩხუბისას შემოაკვდათ. ამ განცხადებამ კრიტიკა გამოიწვია. მანამდე კი საკონსულოს წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ხაშოგი არ მოუკლავთ და მან შენობა დატოვა.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჟურნალისტი "თვითნებურად მოქმედმა მკვლელებმა" მოკლეს და ოპერაციის შესახებ ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანმა და მეფე სალმანმა არაფერი იცოდნენ. მინისტრმა მომხდარს "საშინელი შეცდომა" უწოდა და თქვა, რომ საუდის არაბეთი მომხდარს გამოიძიებს და დამნაშავეებს დასჯის.

საუდის არაბეთმა 18 ადამიანი დააკავა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს მუჰამედ ბინ სალმანის ორი მრჩეველი.

ჟურნალისტის გაუჩინარებისა და მკვლელობის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები