კომპანია ბი-სი-ჯი-ს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 35.7% არასოდეს მისცემდა ხმას ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. ნეგატიურ რეიტინგში, მას მოსდევს "გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე (19.8%). შემდეგია, "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 17.3%-ით.
კვლევაში მონაწილეთა 9.5% ხმას არასდროს მისცემდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს, ხოლო 6.8% - ევროპული საქართველოს კანდიდატს დავით ბაქრაძეს.

კომპანია ბი-სი-ჯი-ს შედეგებით, კითხვაზე, რომელ კანდიდატებს არ მისცემთ ხმას არასოდეს, 38.9% პასუხობს - "სხვას". 3.8% პასუხზე უარს ამბობს, ხოლო 16.3%-მა არ იცის/არ გადაუწყვეტია.
ევროპული საქართველოს დაკვეთით, ბი-სი-ჯი კვლევამ წინასაარჩევნო გამოკითხვა 20-24 ოქტომბერს ჩაატარა. რაოფენობრივი კვლევის მეთოდით, საქართველოს მასშტაბით 1508 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხეს. ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.





