NBA

NBA-მ რონდო, პოლი და ინგრამი დისკვალიფიკაციებით დასაჯა

"ლოს ანჯელეს ლეიკერსისა" და "ჰიუსტონის" მატჩში (115:124) მომხდარი ჩხუბის მონაწილეები NBA-მ დისკვალიფიკაციებით დასაჯა. კრის პოლმა 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რაჟან რონდომ 3-მატჩიანი, ბრენდან ინგრამი კი, 4 მატჩს გამოტოვებს.

"ლეიკერსისა" და "ჰიუსტონის" მატჩის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე, რონდომ და პოლმა ერთმანეთს მუშტები ურტყეს. ჩხუბში ინგრამიც აქტიურად ჩაება. დანარჩენმა კალათბურთელებმა მოჩხუბარები ერთმანეთს მალევე გაარიდეს.

ვიდეო:

 

კომენტარები