"გენტის" ქართველ ლეგიონერ გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიის ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი ჰქონდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა "ოსტენდესთან" მატჩში (4:0) გოლიც გაიტანა და ორ საგოლე იერიშშიც მიიღო მონაწილეობა.
Voetbalkrant.com-მა ჩაკვეტაძის კარგი თამაში დააფასა და 19 წლის ნახევარმცველი ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძისთვის ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ეს პირველი გოლი იყო.