ჯამალ ხაშოგი

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჯამალ ხაშოგის დაღუპვა საშინელი შეცდომაა

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯამალ ხაშოგის დაღუპვას საშინელ შეცდომას უწოდებს. თუმცა, ქვეყნის გავლენიანი მმართველის, პრინც მოჰამედ ბინ სალმანის გასამართლებლად ამბობს, რომ მან არაფერი იცოდა.  

ადელ ალ-ჯუბეიერმა FOX News-თან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ მათ არ იციან, როგორ მოკლეს ან სად არის ჯამალ ხაშოგის ცხედარი, თუმცა, საუდის არაბეთი დამნაშავეებს დასჯის და მომხდარის მოტივს დაადგენს. 

ეს საშინელი შეცდომაა, ეს საშინელი ტრაგედიაა. ჩვენ თანავუგრძნობთ მათ და მათ ტკივილს ვგრძნობთ", - თქვა მან - "სამწუხაროდ, დიდი და მძიმე შეცდომა იქნა დაშვებული და მე ვარწმუნებ მათ, რომ დამნაშავე ამისთვის საკადრისად დაისჯება". 

მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ სადაზვერვო სამსახურებზე სამთავრობო დელეგაციის კონტროლი გამკაცრდება, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს. მისივე მტკიცებით, ერ-რიადი ვაშინგტონის სტრატეგიული მოკავშირეა. 

ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ ჟურნალისტებთან საუდის არაბეთის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმაც ისაუბრა, თუმცა, მან ვინაობის კონფიდენციალურად დატოვება ისურვა. 

საუდის არაბეთმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ განცხადებები რამდენჯერმე შეცვალა. დეტალურად წაიკითხეთ აქ

კომენტარები