ჩინეთი

კაცმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, რის შემდეგაც ცოლმა შვილებთან ერთად თავი მოიკლა

BBC.com

ჩინეთში კაცმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, რის შემდეგაც მისმა ცოლმა ორ შვილთან ერთად თავი მოიკლა.

სექტემბერის დასაწყისში, 34 წლის კაცმა, რომელსაც პოლიცია მისტერ ჰის უწოდებს, 145 000 ამერიკულ დოლარის სადაზღვევო პაკეტი შეიძინა და ამის შესახებ ცოლს არ უთხრა.

19 სექტემბერს კაცმა ტრანსპორტი ითხოვა და ავტოავარია გაითამაშა, მანქანა კი მდინარეში გადააგდო. შემდგომში პოლიციამ გაარკვია, რომ კაცს 14 500 ამერიკულ დოლარამდე სესხი ჰქონდა, სიკვდილის შემთხვევაში კი, დაზღვევა მას 145 000 ამერკულ დოლარს გადაუხდიდა.

მას შემდეგ, რაც ცოლმა ქმრის გარდაცვლების შესახებ გაიგო, 11 ოქტომბერს სახლთან ახლოს მდებარე მდინარეში თავის ორ შვილთან ერთად თავი მოიკლა. სუიციდამდე ქალმა წერილი დაწერა, სადაც ის ქმარს ეუბნება, რომ მისი ერთადერთი სურვილი მთელი ოჯახის, ოთხივე წევრის ერთად ყოფნაა.

მომდევნო დღეს მისტერ ჰი პოლიციაში გამოცხადდა. მან ვიდეოც ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ მის ქალიშვილს ეპილეფსია სჭირდა და სწორედ ამიტომ დასჭირდა ფულის სესხება.

კომენტარები