რუსეთი

რუსი ჟურნალისტის თქმით გენ.პროკურორის მოადგილის ვერტმფრენის პილოტს ესროლეს

EAST2WEST NEWS

რუსი ჟურნალისტის, სერგეი დორენკოს თქმით გასულ კვირას ვერტმფრენის, რომლის ჩამოვარდნასაც რუსეთი გენერალური პროკურორის მოადგილე სააკ კარაპეტიანი, მისი ნათესავი, და კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა, პილოტს ორჯერ ესროლეს.

მისი თქმით ავიაკატასტროფა სწორედ ამან გამოიწვია და ოფიციალური ვერსია იმის შესახებ, რომ ვერტმფრენი ზედმეტად გადატვირთული იყო და უამინდობის გამო ხეს გამოედო ტყუილია.

დორენკო გამომძიებლებს პილოტის სხეულში აღმოჩენილი ტყვიების დამალვაში ადანაშაულებს. საგამოძიებო კომიტეტის ბრალდებებს უარყოფს.

58 წლის სააკ კარაპეტიანი გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა და საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებს ხელმძღვანელობდა. რუსეთის მხრიდან ის ხელმძღვანელობდა სერგეი სკრიპალის მოწამვლის, ბორის ბერეზოვსკის სიკვდილის და ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის გამოძიებებს და გავრცელებული ცნობით კავშირი ჰქონდა ნატალია ვესელნიცკაიასთან, რუს ადვოკატთან, რომელიც დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის წევრებს ჰილარი კლინტონზე კომპრომატებს სთავაზობდა.

გავრცელებული ცნობით არსებობს ეჭვები, რომ კარაპეტიანი საიდუმლო ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და შვეიცარიის საიდუმლო სამსახურებს აწვდიდა.

სააკ კარაპეტიანი
ფოტო: EAST2WEST NEWS 2

კომენტარები