ცნობილი ადამიანები

ტინა ტერნერს ქმარმა თირკმელი გადაუნერგა

ტინა ტერნერი ქმართან ერთად

ამერიკაში დაბადებული შვეიცარიელი მომღერალი და მსახიობი, ტინა ტერნერი ავტობიოგრაფიაში წერს, რომ ნაწლავის კიბოს და ინსულტის დამარცხების შემდეგ, მას თირკმლების დაავადება განუვითარდა. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებაზე ფიქრობდა. მას ორი არჩევანი ჰქონდა, ან დიალიზი უნდა გაეკეთებინა ან თირკმელი გადაენერგა.

"ერთადერთი შანსი, რომ ნორმალურთან მიახლოებული ცხოვრება გამეგრძელებინა თირკმლის გადანერგვა იყო, შვეიცარიაში კი ორგანოების დონაციის მაჩვენებელი ევროპაში ყველაზე დაბალია"- წერს 78 წლის მომღერალი.

მან უარი თქვა დიალიზზე, რადგან არ უნდოდა დარჩენილი სიცოცხლე მანქანაზე მიერთებულს გაეტარებინა. მისი თქმით, ის შოკის მდგომარეობაში ჩავარდა, როცა მისმა ქმარმა, ირვინ ბახმა თავისი თირკმლის გადანერგვა შესთავაზა. 

"აღფრთოვანებული და ბედნიერი ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ამ სიტუაციიდან ცოცხალი გამოვიდოდი"- წერს ის. მომღერლის მეუღლე უკვე გამოჯანმრთელდა, ტერნერი კი იმუნური სისტემის დამაქვეითებელ წამლებს იღებს, რათა ორგანიზმმა ახალი ორგანო არ უარყოს. ავტობიოგრაფიაში ტერნერი ხალხს ორგანოების დონაციისკენ მოუწოდებს. 

კომენტარები