საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

პროექტ Goalback-ის მატჩში ლევან კობიაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა ითამაშეს

GFF.GE

მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უახლესი პროექტის - GOALBACK-ის ფარგლებში, ბათუმში ღია საფეხბურთო სივრცე მაგნოლიასთნ არსებულ მოედანზე მოეწყო. პროექტის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ აქტივობაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მატჩში ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და მსოფლიო ჩემპიონი მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძეც მონაწილეობდნენ.

GOALBACK-ი აპლიკაციაა, რომელიც ფეხბურთის თამაშის მსურველებს ერთმანეთთან დააკავშირებს და ამით მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს. ერთგვარი საფეხბურთო სოციალური ქსელი უახლოეს მომავალში ჩაეშვება და მისი მთავარი მიზანი მოყვარულებისათვის საფეხბურთო მატჩების დაგეგმვის, მსურველთა პოვნისა და დაკავშირების უმარტივესი გზა იქნება.

კომენტარები