ბიუროს სხდომა

კობახიძე ოპოზიციას: 6 წლის წინ დაგამთავრეთ, 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დამთავრდებით

9 წელზე უნდა ვისაუბროთ დიდი ხანი, იმიტომ, რომ ის 9 წელი არ იყო უბრალოდ 9 წელი - ის იყო გაუპატიურების, წამების და ათასი უბედურების 9 წელი და ამიტომ, 9 წელზე დიდხანს უნდა ვისაუბროთ... ჰოლოკოსტი რა იყო იცით? ადამიანის წამება და ადამიანის ღირსების შელახვა - ეგ იყო ჰოლოკოსტი და თქვენ ის მასშტაბი ვერ გაქაჩეთ, მაგრამ, რომ გქონოდათ საშუალება, მაგასაც გაქაჩავდით. მთავარი ღირებულება, რასაც ეფუძნებით, ეგ იყო - ადამიანების წამება და გაუპატიურება. ასე ომახიანად თქვენს ადგილას, ნამდვილად არ ვისაუბრებდი. შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი, ამის მოთმენას არ ვაპირებ. 6 წლის წინ დაგამთავრეთ. 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დამთავრდებით. თქვენი ომახიანი საუბარი ნამდვილად არ შეიძლება, აქ ისმოდეს. ტონი უკვე განგისაზღვრეთ, ჩაგაგდებინეთ ხმა 6 წლის წინ და მასევე გიზამთ მომავალშიც

მიმართა პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

კომენტარები