ქართული ოცნების ოფისში გამართული საგანგებო ბრიფინგის შემდგომ, მამუკა ბახტაძე კითხვაზე თუ რას მიიჩნევს ის ქართული ოცნების ხელისუფლების მთავარ შეცდომად, ამბობს, რომ ეს ჭარბვალიანობასა და ინკლუზიურ ზრდაზე სახელმწიფოს დაგვიანებული რეაგირებაა.
"უფრო ადრე გვმართებდა დაგვეწყო ჭარბვალიანობის საკითხთან დაკავშირებით პრინციპული ნაბიჯების გადადგმა ისევე, როგორც ინკლუზიურ ზრდასთან დაკავშირებით აქტიური რეფორმების გატარება. სხვა საკითხებიც შემიძლია დავასახელო. ჩვენ არ გავურბივართ საუბარს იმ თემებზე, რომელზეც რეაგირება შეიძლებოდა უფრო ადრე გაკეთებულიყო და შესაბამისად, შედეგი უფრო ადრე დამდგარიყო,"- ამბობს ბახტაძე.
ოცნების ოფისში პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე ზაზა ოქუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწრებზე ისაუბრა და თქვა რომ, ეს ჩანაწერები "გაუგებარია" და პროვოკაციას ისახავს მიზნად.





