რუსული რეჯიმი

გაბუნია: ვერცერთ ფაქტს დაასახელებენ, რომ ხელისუფლებამ ნაბიჯი გადადგა მედიის წინააღმდეგ

რას ნიშნავს ჟურნალისტის პროფესია? - ჟურნალისტის პროფესია ეს არის, რომ მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ისე, რომ საკუთარი პოზიციის, პირადი დამოკიდებულებების გაჟღერებისგან თავი შეიკავოს. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რამდენიმე პარტიულ ტელევიზიას, რომლებიც რადიკალების დღის წესრიგს ემსახურებიან, სწორედ იქ უნდა ვეძებოთ ჩვენ მედიაში არსებული პრობლემები.

ეს არის სიმართლე და ეს არის პრობლემა, როდესაც მედია, როგორც ინსტრუმენტი, არის გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის გარე ძალების მხრიდან. აი, ეს არის პრობლემა.

ვერავინ ქვეყანაში ვერცერთ ფაქტს ვერ დაასახელებს, რომ ხელისუფლებამ რაიმე ნაბიჯი გადადგა კონკრეტულად რომელიმე მედიის წინააღმდეგ - ან სადმე მედია შეიზღუდა, ჟურნალისტის საქმიანობა შეიზღუდა და ასე შემდეგ, ამიტომ კრიტიკა გასაკვირია.

განაცხადა ივანიშვილის პარლამენტში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ კომიტეტის სხდოამზე სადაც საზმაუს ბორდის თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს უსმენენ. 

კომენტარები