მკვლელობა თბილისში

თბილისში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

flickr.com

თბილისში, ახლგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს. შემთხვევა 30 სექტემბრის ღამით მოხდა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები