ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძემ ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველმა ძალოსანმა თბილისში მიმდინარე ძალოსნობის ჩემპიონატზე 264 კილოგრამი, რაც რეკორდული მაჩვენებელია.  

ჯამში კი 478 კგ. ასწია და მსოფლიოს საუკეთესო შედეგის მქონე ძალოსანი გახდა. 

"მსოფლიო რეკორდის დაძლევა ძალიან რთულია. ამისთვის ძალიან დიდი შრომა მაქვს გაწეული. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიყავი ჩემს შესაძლებლობებში, მაგრამ მაქსიმალურ წონაზე ყველაფერი მოსალოდნელია. ძალიან ახლოს ვარ ტრავმასთან, ოდნავი შეცდომა და შეიძლება ის წონა ვერ დავაფიქსირო. ღვთის წყალობით, მოვინდომე, მაქსიმალური გავაკეთე და დამიფასდა", - თქვა ტალახაძემ რეკორდის დამყარების შემდეგ.  

ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ოქროს მფლობელია. 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე მან 215 კილოგრამი დაძლია. ასევე, აკვრაში ტალახაძემ მესამე ცდაზე 258 კგ. აწია და საერთო ჩათვლაში 473 კილოგრამით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა.

ხოლო 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ხორვატიაში გაიმართა, მან ატაცში 217 კილოგრამი დააფიქსირა და ამით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო საერთო ჯამში 477 კილოგრამის დაძლევით მან კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 

დღეს ტალახაძემ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. 

კომენტარები