ხორავას ქუჩის საქმე

სუბელიანი: მირჩევნია, ჩემი გასვენება იყოს, ვიდრე აქ ვიჯდე, მაგრამ მსურს, დავრჩე პატიმრობაში

მირჩევნია, ჩემი გასვენება იყოს, ვიდრე აქ ვიჯდე, ჩემი ყოველი დღე [ციხეში] გატარებული, ეს არის სიკვდილის ტოლფასი. შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოება, რაც საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემის მიზანია და ჩემი გამამტყუნებელი განაჩენის, მორალური ასპექტიდან გამომდინარე, პროცესს არ ეხება, ვეთანხმები დაცვის მხარეს... კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახებს, ჩემთვის უმძიმესი ტკივილია, რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას და მის პოზიციას, ვეთანხმები აბსოლუტურად. მგონი, ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო ბრალდებას თვითონ ბრალდებული ეთანხმება და არ მსურს, შემეცვალოს აღკვეთის ღონისძიება, ჩემივე სურვილია, დავრჩე პატიმრობაში

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები