ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის კლინიკაში იმყოფება

ნეტგაზეთი

2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ექვსდღიანი შიმშილობის შემდეგ სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ჰემოდინამიკური პარამეტრები აქვს ნორმის ფარგლებში. სისხლის ლაბორატორიული მონაცემები, რაც ეტაპზე გვაქვს ნორმალური და დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა ექიმმა.

საავადმყოფოში ამბობენ, რომ სარალიძე დიაბეტით არის დაავადებული, რის გამოც მისთვის შესაბამისი კვებითი რეჟიმის დაცვაა აუცილებელი. 

სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე საათის წინ გაუარესდა, რუსთაველის გამზირზე მისულმა 112-ის ბრიგადამ მისი ჰოსპიტალიზების გადაწყვეტილება მიიღო.

ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მეექვსე დღეა მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად მართავს, ისინი მეექვსე დღეა დამნაშავეების დასჯის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ.

კომენტარები