კრიმინალი

ირანის მოქალაქეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

საია

ბათუმის სასამართლომ ირანის მოქალაქეს ჰ.ხ.-ს დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჰ.ხ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 52,8896 გრ.ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რომელიც მისგან ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ჰ.ხ. 2018 წლის 6 მარტს ქ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჰ.ხ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები