შსს

თბილისში სამი მოზარდი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა, ერთის მდგომარეობა მძიმეა

Getty Images

თბილისში სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში სამი მოზარდი მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ერთერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ქ.თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ. აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს." - წერია შსს-ს განცხადებაში. 

 

კომენტარები