შველი

სოფელ გლდანში მოქალაქემ შველი იპოვა, ის თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

სოფელ გლდანში, ტყის პირას, მოქალაქემ შველი იპოვა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შველს ფეხზე დაზიანება აქვს, რის გამოც ის თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს.

შველის რეაბილიტაციის პროცესი თბილისის ზოოპარკში გაგრძელდება. გამოჯანმრთელების შემდეგ, მას ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

კომენტარები