ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე: მდინარაძე კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება, ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს

სამარცხვინოა მათი [ქართული ოცნების] ეს დასკვნა. ეს არც კი უნდა გაეფიქრებინათ იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის ყველაზე მთავარი მიზეზი - ვინ მოკლა დავით სარალიძე. და არა ის - ვინ გაღუნა დანა. ვინ გაღუნა დანა, ისიც დამნაშავეა იქიდან გამომდინარე, რომ ხელი შეუშალა მკვლელის დადგენას. და დღეს ჩვენ ვღებულობთ იმას, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები პირდაპირ ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას... პროკურატურა რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას, შსს რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას? რას ელოდებიან, პრესტიჟებზე ლაპარაკობენ? ჩემს შვილს პრესტიჟი აღარ აინტერესებს, ეს მინდა შევახსენო თავად მიხეილ მდინარაძეს, როცა საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება. ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე დღევანდელ ბრიფინგზე, საგამოძიებო კომისიის ქართული ოცნების წევრების მიერ მომზადებულ დასკვნაზე.

კომენტარები