კრიმინალი

შსს: მამაკაცი იმ დროს დავაკავეთ, როცა საქართველოს ბანკიდან ფულის მოპარვას ცდილობდა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში 1977 წელს დაბადებული კ.ტ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა კ.ტ. იმ დროს დააკავეს, როცა იგი აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკიდან" ფულის მოპარვას ცდილობდა. ბრალდებულმა გვიან ღამით, ბანკის შენობაში კარის დაზიანებით შეაღწია, მოლარე-ოპერატორის უჯრიდან ფული ამოიღო და გაქცევას ცდილობდა. პოლიციამ კ.ტ. შემთხვევის ადგილზე დააკავა", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები