ჯონ მაკკეინი

გირჩი: ყველა ქართველის ნაცვლად ვამბობთ - მადლობა, ჯონ

პოლიტიკური პარტია გირჩი სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება. 

"დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი დაკარგა, ხოლო საქართველომ - უდიდესი მეგობარი.

ჩვენ ყველას გვახსოვს სენატორ მაკკეინის განცხადებები და მხარდაჭერა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთმა საქართველოზე იერიში მიიტანა. სწორედ ამიტომ, ყველა ქართველის ნაცვლად ვლაპარაკობთ, როდესაც ვამბობთ:

მადლობა, ჯონ!" - წერია განცხადებაში.

სენატორი ჯონ მაკკეინი დღეს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კომენტარები