საქართველოს პრემიერმინისტრმა შვიდი ახალი გუბერნატორი დაასახელა.
პრემიერის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თხილის გადადამუშავებელთა და ექსპორტიორთა გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია იქნება, გურიის - ყოფილი დეპუტატი მოქალაქეთა კავშირიდან და რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ნასარაია.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად სოფლის მეურნეობის სამინისტრის რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა კერესელიძე დაინიშნა, ხოლო ქვემო ქართლის გუბერნატორად - დევნილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი - შს ყოფილი მინისტრი, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ბესიკ ამირანაშვილი იქნება, შიდა ქართლის - სასჯელაღსრულების სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიორგი ხოჯევანიშვილი, ხოლო იმერეთის - თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, გენერალი შავლეგო ტაბატაძე.
პრემიერმა ბახტაძემ რამდენიმე სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა. მისი თქმით, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონის მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით.





