აშშ

პენსი კოსმოსური ძალების შექმნაზე: აუცილებელია ამერიკის დომინირების უზრუნველყოფა

მაიკ პენსი

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პენტაგონში გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალი საფრთხეების პირობებში აუცილებელი უზრუნველყონ კოსმოსში ამერიკის დომინირება. მისი თქმით კოსმოსი მშვიდობიანი იყო და არ იყო სადავო, თუმცა ახლა ის გადატვირთული და დაპირისპირებების შემცველია.

პენტაგონში გამოსვლამდე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა:

"თავდაცვის დეპარტამენტის დღევანდელი ანგარიში გადამწყვეტი ნაბიჯია ჩვენი შეიარაღებული ძალების მეექვსე დანაყოფის: კოსმოსური ძალების ჩამოყალიბებისაკენ.

1. შევქმნათ აშშ-ის კოსმოსური სარდლობა

2. შევქმნათ ელიტური კოსმოსური ოპერაციების ძალები

3. შევქმნათ კოსმოსური განვითარების სააგენტო

4. შევქმნათ და განვავითაროთ აშშ-ის კოსმოსური ძალები"

შეგახსენებთ, რომ პენტაგონს სამხედრო კოსმიური ძალების შექმნა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაავალა.

ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ეროვნული კოსიური საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, აშშ-ს კოსმიური ძალები, შეიარაღებული ძალების ნაწილი იქნება და მნიშვნელოვან როლსაც შეასრულებს.

კოსმოსური ძალების დანაყოფის შექმნის იდეა შარშან წარმომადგენელთა პალატაში განიხილეს, თუმცა იდეის წინააღმდეგ მაშინ პენტაგონი გამოვიდა.

 

კომენტარები