აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე ზუგდიდში და გორში რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.
"რუსეთი ოკუპანტია!", "არ შეეგუო ოკუპაციას!" - ეს წარწერები ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში, კედლებზე და ტროტუარებზე 8 აგვისტოს ღამეს გამოჩნდა.
შინდისის გმირების ქუჩა - ასეთი აბრები კი გორის ცენტრალურ, სტალინის გამზირზე, რამდენიმე ადგილას, 8 აგვისტოს, გამთენიისას გამოჩნდა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.